მთავარისიახლეებიპოლიტიკარა აცეკვებს ოლიგარქს? რატომ არ მივიდა პარლამენტში პრემიერმინისტრი? პარლამენტი თუ ბუტაფორია? ...

რა აცეკვებს ოლიგარქს? რატომ არ მივიდა პარლამენტში პრემიერმინისტრი? პარლამენტი თუ ბუტაფორია? – კითხვები, რომელსაც დღევანდელი პლენარული სხდომა ბადებს

Published on

პარლემენტის პლენარულ სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხის განხილვა მიმდინარეობს სხდომას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რაც შეეხება პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, იგი დღეს პარლამენტში არ მისულა., თუმცა სწორედ მას უნდა წარედგინა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი, პასუხი გაეცა კონკრეტულ კითხვებზე და აეხსნა კონკრეტული შეზღუდვების აუცილებლობა

ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები ამბობენ, რომ “მიუღებელია, როდესაც ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მომხსენებელი   პრემიერმინისტრი არ არის… ჩვენ საუკეთესო გამოსავალზე უნდა ვიმსჯელოთ. არ შეიძლება გამოგზავნო თანამშრომლები, პარლამენტის უპატივცემულობაა ეს, გეგმის წარმოუდგენლობასთან ერთად”, – ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაური პარლამენტში უნდა მისულიყო.

თუ რამეს ითხოვს რეგლამენტი ესაა, რომ უნდა ესწრებოდეს პრემიერმინისტრი. მე მაინტერესებს ქალბატონი ნათია მეზვრიშვილი, რომელიც გამოაგზავნა გიორგი გახარიამ, თუ წარმოგვიდგენს იმ მიზეზს რის გამოც გახარია აქ არ იმყოფება. თუ უბრალოდ ხაზს უსვამს პარლამენტის ბუტაფორიულ ხასიათს და ამბობს, რომ ის ანგარიშვალდებული ამ პარლამენტის წინაშე კი არაა, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, არამედ ბუნკერში გამოკეტილი მოტიკტოკე პატრონის წინაშეა ანგარიშვალდებული. ამას ამბობს გახარია, მისი აქ არ ყოფნით. – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლემენტის პლენარულ სხდომაზე

პარტიის წევრი რომან გოცირიძე ხაზს უსვამს, რომ საგანგებოს პირობებში მთავრობას უზარმაზარი უფლებები ეძლევა საფინანსო სფეროში:

“ამიტომ უნდა მოსულიყო დღეს დილით, მოგვესმინა ეკონომიკური ნაწილის განმარტება, რას აპირებდნენ და ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტდით, დაგვეჭირა თუ არა მხარი”, – ამბობს გოცირიძე.

გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში ამ საკითხის მხოლოდ სამართლებრივი განხილვა არ უნდა იყოს და საკანონმდებლო ორგანომ დეტალებზეც უნდა იმსჯელოს.

“ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, დავსვათ კითხვები, რაც მეტად მობილიზებულს გახდის მთავრობას. ამ კითხვებს პასუხი მთავრობის მეთაურმა უნდა გასცეს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა რატომ კეთდება, ამ შემთხვევაში იქნებოდა კენჭისყრა სრულფასოვანი პოლიტიკური პროცესი. სესიაზე უხერხულობა შეიქმნება, იმის გამო, რომ არ არის პრემიერი და ვერ ვისმენთ იმ კითხვებზე პასუხს, რაც მოგვცემდა საშუალებას მწვანე ღილაკზე კეთილსინდისიერად მიგვეჭირა ხელი”, – ამბობს ფოფხაძე.

თუ რატომ არ მიდის პარლამენტში პრემიერი გიორგი გახარია, გაუგებარია უმრავლესობის კიდევ ერთი ყოფილი წევრისთვის. ლევან გოგიჩაიშვილიც მიიჩნევს, რომ გახარიამ პარლამენტში კითხვებს უნდა უპასუხოს. 

“არის ეს კრიზისები, მაგრამ მე ვერ ვხვდები, რატომ გაურბის პრემიერმინისტრი, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მოერიდოს მაგალითად, ჩემს კითხვას, იმიტომ, რომ როგორღაც სახელმწიფო მანქანა ახერხებს, პოზიტიურად წარმოაჩინოს ეს ყველაფერი, მაგრამ პრემიერმინისტრი რატომ არ მოდის პარლამენტში? არ სცემს პარლამენტს პატივს? არ სჭირდება კითხვებზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ ჩაატარებს ბრიფინგს და ამაზე ყველაფერს ისედაც უპასუხებს?!” – ამბობს გოგიჩაიშვილი.

რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საკითხს პარლამენტში კონსტიტუციით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს და სამართლებრივ საკითხებზე პრემიერმინისტრის წარმომადგენელი ისაუბრებს. 

“ჩვენ ხომ ახლა, დღეს არ ვმსჯელობთ იმაზე, რა იქნება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოყენებული შეზღუდვებად, თუ რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს მთავრობა, რომელსაც დელეგირებული აქვს უფლებამოსილებები ამ შემთხვევაში, რომ ეს შეზღუდვები დააწესოს ან მოხსნას”, – ამბობს თალაკვაძე.

ცნობილია, რომ ოპოზიცია არ აპირებს, მხარი დაუჭიროს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. ისინი ამბობენ, რომ მთავრობამ ჯერ კონკრეტული ეკონომიკური გეგმა უნდა წარმოადინოს, რადგან საგანგებოს თანმხლები შეზღუდვები მძიმე პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. 

მთავრობა გეგმა არ წარმოუდგენია, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით მაინც მიმართა პრეზიდენტს. საგანგებოს 22 მაისამდე გახანგრძლივებას პარლამენტში კენჭი დღეს უნდა უყაროს. 27 აპრილამდე კვლავ ძალაში რჩება მანქანით გადაადგილების შეზღუდვა. მოქმედებს კომენდანტის საათიც. .

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...