მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 2 წლის ბავშვი ბოჭორიშვილის კლინიკას დღეს დატოვებს

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 2 წლის ბავშვი ბოჭორიშვილის კლინიკას დღეს დატოვებს

Published on

ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, საავადმყოფოს კი 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი ტოვებს.- ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

ორი გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ერთი ორი წლის ბავშვია, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა, მეორე კი მოზრდილი მამაკაცი.

რაც შეეხება სასულიერო პირის მდგომარეობას, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილური და გაცილებით უკეთესია.რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მისი თქმით, კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 5 არასრულწლოვანი რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათთან ნაკლებად გამოიხატება რაიმე კლინიკური ნიშანი.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...