მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილების გამამხნევებელი ჰაკა და რისი თქმა სურდა ამით მოტიკტოკე ბიძინას?

ივანიშვილების გამამხნევებელი ჰაკა და რისი თქმა სურდა ამით მოტიკტოკე ბიძინას?

Published on

ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი. ამიტომ გყავთ მუდმივად ამოღებული მიზანში. ამიტომ არის, რომ სულ მასზე ლაპარაკობთ და ისეთი პოზიტიური რამ, რაც ვნახეთ გუშინ, რითაც ბევრი ადამიანი გახალისდა, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, თქვენ [ოპოზიციამ], რა თქმა უნდა, გამოიყენეთ ლანძღვის კორიანტელისთვის.ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოფო კილაძე, პარლამენტის პლენარულ სესიაზე TikTok-ზე ბერა და ბიძინა ივანიშვილების ვიდეოზე საუბრისას.

თანამედროვეობაზე რომ დებდნენ თავს, ყველაზე დიდ ისტერიკაში გუშინ ის ადამიანები ჩავარდნენ. პოლიტიკური ინტერპრეტაციები მისცეს იმ ამბავს, რომ მამამ შვილთან ერთად Tik-Tok ვიდეო ჩაწერა. მათ ამ გამოხტომებზე სერიოზულად ვერ ილაპარაკებ. – ამბობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე

,,სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გალაღებული იყოს სახლში და TikTok-ებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები. ზოგს ამოეწურა ფინანსური რესურსი, ზოგს არ ამოეწურა.

ჩვენ გვჭირდება პროგნოზირება. თითოეული ადამიანი იმსახურებს, რომ მან დაგეგმოს ხვალინდელი დღე და ეს პროგნოზირება უნდა გაკეთდეს მთავრობის და ხელისუფლების დახმარებით, ლოგიკა უნდა არსებობდეს ამ გადაწყვეტილების მიღების. თუ მიმართეთ [პრეზიდენტს] ბრძანების 10 მაისამდე გამოსაცემად, რატომ მოხდა მერე ერთ დღეში ცვლილება 22 მაისამდე? ჩვენ ხომ ვიმსახურებთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას?კითხვები ჩნდება – რა არის ის შედეგი, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ? რა გარანტია გვაქვს, რომ 22 მაისს დავამთავრებთ [საგანგებო მდგომარეობას]? ან თუ არ გვაქვს გარანტია, მაშინ წინასწარ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება, რომ ადამიანებმა დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება.  – ამბობს პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი

,, ეს არის  მთელი საზოგადოების, მოქალაქეების პირდაპირი შეურაცხყოფა. ადამიანი, რომელიც ქვეყნის დეფაქტო მმართველია, ფორმალურად კი მმართველი პარტიის თავჯდომარეა და ყველაფერს წყვეტს, ამ უმძიმესი კრიზისის დროს სიტყვა არ უთქვამს, არ დაგვლაპარაკებია არავის, რას ფიქრობს, რა ხედვა აქვს და აი, ასე მიეგება საზოგადოებას. მან პირდაპირ უთხრა ყველას, ფეხებზე მკიდიხართო. ნორმალურ ვითარებაში ეს არ იქნებოდა ამხელა ამბავი, რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხია ვინ რითი ერთობა, მაგრამ ამ კონტექსტში ეს არის შეურაცხყოფა. მან გარკვევით თქვა, რომ ფეხებზე კიდია მთელი ეს ქვეყანა.  – აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია

,,როგორც ჩანს, კარგი დრო იპოვა გასართობად. მოდი, პირდაპირ სერიოზული თემებით დავიწყოთ დისკუსია, თორემ რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთოთ ამაზე?  ერთობა ადამიანი, როგორც ჩანს, კარგი დრო იპოვა გასართობად აცხადებს ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე TV პირველის ეთერში

გაოცებული ვარ როგორც დღევანდელი შეხვედრის ფორმატით, ასევე იმ პროცედურით, რომლითაც განხილვა მიმდინარეობს, რადგან მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე სახლში გამოკეტილი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი, ელოდება პასუხებს ძალიან ბევრ შეკითხვაზე. – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა

ჩვენ აქ ვერ ვხედავთ ვერც საქართველოს პრემიერმინისტრს, ვერც ჯანდაცვის მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, რომლებსაც ჩვენ უნდა დავუსვათ ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას დაუგროვდა. მეტიც, ვადგენთ, რომ დღეს ამ დარბაზში შეკითხვის დასმის უფლებაც არ გვაქვს.

გუშინ ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახისგამამხნევებელი ჰაკა  , ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება.

ჩემთვის გაუგებარია, როდესაც საზოგადოება ელოდება შეკითხვებზე პასუხს, რატომ გახდა შეუძლებელი, რომ დღევანდელი სხდომა წარიმართოს განსახვავებული წესით, იმისთვის, რომ პარლამენტში, სადაც ხალხის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, ჩვენ მოვისმინოთ შეკითხვები, რომლებიც საზოგადოებას აქვს.

სიახლეები

“საქართველოს მოქალაქეობა წამართვეს”-ლაშა გაბიტაშვილი

ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც აბუ-დაბიში "ოცნების" წევრებს დაუპირისპირდა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს რომ...

“ოცნება” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს

"ოცნება" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს - ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. საკითხი შესაძლოა...

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა 2016 წელს, 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორია...

“ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ -ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ პროცესზე შესაძლოა,...