მთავარისიახლეებიპოლიტიკაავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის შემსუბუქდება - ირაკლი...

ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის შემსუბუქდება – ირაკლი ჩიქოვანის ბრიფინგი

Published on

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილება დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ, ხოლო უკან სახლებში დაბრუნება – 18.00 საათიდან 19.00 საათამდე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროცესსა და საშვების გაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პრემიერმა მიმართეს პრეზიდენტს და პრეზიდენტმა უკვე წარადგინა პარლამენტში, რომ გახანგრძლივდეს ერთი თვით საგანგებო მდგომარება, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმის გათვალისწინებით, რომ გვექნება პოზიტიური და დადებითი დინამიკა, შევამსუბუქოთ შეზუდვები და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს და ჩვენი ეკონომიკური აქტივობებიც დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს.

თქვენ იცით, რომ ავტომობილებით გაადაგილება შეზღუდულია ამ კვირის ბოლომდე, თუმცა ასევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმისათვის რომ ჩვენ თანამოქალაქეებს არ შეექნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის საათებში გადადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ. მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებში და 18.00 საათიდან 19.00საათამდე დაბრუნდნენ სახლებში და ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტლების უშუალო აღსრულება და ამ გადაწყვეტილებისთვის საშვების უშუალო უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და რეგიონულ საკოორდინაციო საბჭოებზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...