მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირველად ისტორიაში, ნავთობის ფასი უარყოფით ნიშნულამდე დაეცა

პირველად ისტორიაში, ნავთობის ფასი უარყოფით ნიშნულამდე დაეცა

Published on

ამერიკული WTI-ის მარკის ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, უარყოფით ნიშნულამდე დაეცა და ამ დროისთვის ბარელის ღირებულება -37.63 აშშ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბისისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა კორონავირუსის პანდემიას და საკარანტინო ზომებს უკავშირდება, რამაც ნავთობზე მოთხოვნის შემცირება და მარაგების გადავსება გამოიწვია.

ნავთობზე უარყოფითი ფასი ნიშნავს იმას, რომ ნავთობის გადავსებული რეზერვუარების გათავისუფლების სანაცვლოდ ნავთობ მწარმოებლები მყიდველებს თანხას თავად გადაუხდიან.

რაც შეეხება ივნისს, WTI-ის მარკის ბარელი ნავთობისთვის ვაჭრობა ჯერჯერობით 20 აშშ დოლარზე მაღალია.

მიმდინარე თვის დასაწყისში ოპეკის წევრები და მისი მოკავშირეები, მსოფლიოში ნავთობის მოპოვების 10%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ, რაც „ბიბისის“ განმარტებით, ნავთობწარმოების შემცირებასთან დაკავშირებით დღემდე მიღებული ყველაზე მასშტაბური შეთანხმებაა.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...