მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი ამერიკაში იმიგრაციის დროებით შეწყვეტის შესახებ განკარგულებას გამოსცემს

დონალდ ტრამპი ამერიკაში იმიგრაციის დროებით შეწყვეტის შესახებ განკარგულებას გამოსცემს

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე ის აპირებს, ხელი მოაწეროს განკარგულებას, რითაც ქვეყანაში მიგრანტების მიღება დროებით შეწყდება.

„უხილავი მტრის მიერ განხორციელებული შეტევის ფონზე, ასევე ჩვენი დიდებული ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დასაცავად, ხელს ვაწერ განკარგულებას, რომლითაც აშშ-ში იმიგრაცია დროებით შეწყდება,“- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლს ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია. უცნობია ისიც, თუ რა პერიოდით შეწყდება აშშ-ში მიგრანტების მიღება.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 784 599 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია – 42 138 ადამიანი. მნიშვნელოვნად გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე უმუშევრობის სოციალური დახმარების სამსახურებს 22 მილიონამდე ამერიკელმა მიმართა.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...