მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპი და პომპეო ჩინეთისგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე „ვითარება კონტროლიდან გამოვიდა შეცდომის გამო,...

ტრამპი და პომპეო ჩინეთისგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე „ვითარება კონტროლიდან გამოვიდა შეცდომის გამო, თუ არსებობდა რაიმე განზრახვა“

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კვლავ წამოჭრეს საკითხი, თუ რამდენად უმკლავდება ჩინეთი კორონავირუსის ეპიდემიას და პეკინისგან მოითხოვეს მეტი ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ დაიწყო ინფექციის გავრცელება.

18 აპრილს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომხდარი წარმოშობს შეკითხვას – „ვითარება კონტროლიდან გამოვიდა შეცდომის გამო“, თუ არსებობდა რაიმე განზრახვა.

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი დაამატა, რომ „ჩინეთის ხელისუფლება ვალდებულია, იყოს ანგარიშვალდებული“.

დონალდ ტრამპმა და მაიკ პომპეომ არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკეს ჩინეთი და დაადანაშაულეს პეკინი იმის გამო, რომ ჩინეთის ქალაქ უჰანში კორონავირუსის ეპიდემიის წარმოშობა მოკლებულია გამჭვირვალობას.

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ცდილობს დაადგინოს, ხომ არ უკავშირდება ვირუსის წარმოშობა ჩინეთის ვირუსოლოგიურ ლაბორატორიას. თუმცა, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, არსებული ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ვირუსი ორგანული წარმომავლობისაა.

შეკითხვაზე, ხომ არ არის კორონავირუსის ინფექცია ლაბორატორიაში შექმნილი, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, პროფესორმა ენტონი ფაუჩიმ, 17 აპრილს განაცხადა, რომ კორონავირუსის გენომის შესწავლა დამაჯერებლად ცხადყოფს, რომ ინფექცია ლაბორატორიაში კი არ არის შექმნილი, არამედ იგი ცხოველიდან გავრცელდა ადამიანზე.

19 აპრილის მდგომარეობით 160 000-ს გადააჭარბა მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა. აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 2 330 259 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 600 ათასამდე ადამიანი.​

სიახლეები

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...

ქუთაისში ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – სუს-მა 2 უცხოელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის განცხადებით, დააკავეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელიც ქუთაისში 3 მილიონ...

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...