გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქება იწყება

0
479

მაშინ, როდესაც საქართველოში უმკაცრესი საკარანტინო ზომებია მიღებული, ევროპის ქვეყნები მსგავსი ზომების შემსუბუქებას იწყებენ. მაგალითად გერმანია აპირებს, რომ შემდგომ კვირას საცდელი ნაბიჯები გადადგას კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების შესარბილებლად.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის იენს შპანის თქმით “ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, განსაკუთრებით ახალ მაჩვენებლებთან შედარებით”.

ბრიტანული გამოცემა “გარდიანის” (The Guardian) მიხედვით, პატარა პატარა მაღაზიები გაიხსნება ორშაბათს, ხოლო 4 მაისისთვის ზოგიერთ მოსწავლეს სკოლაში წასვლაც შეეძლება.

იანს შპანმა ასევე განაცხადა, რომ აგვისტოში, გერმანია 50 მილიონ პირბადეს დაამზადებს კვირაში, რაც აუცილებელია სატარებლად მოსახლეობისთვის.

გერმანიის მსგავსად, მკაცრი ზომების შემსუბუქებას აპირებს ნორვეგია (ორშაბათიდან იხსნება სკოლები დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის) პოლონეთი, დანია, ჩეხეთი, ავსტრია, ნორვეგია, ესპანეთი და მათ შორის იტალია, სადაც სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. აღნიშნული მკაცრი ზომების შემსუბუქება მნიშვნელოვანია იმდენად, რომ ეკონონიკურ მოდგომარეობაზე აისახება. ქვეყნები ზომების შერბილებას, გარდა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობისა, სპეციალური აპლიკაციის საფუძველზე აპირებენ, რომელიც ადგენს ინფიქციის გავრცელების არეალს

ავტორი: ლევან თორია

https://amp.theguardian.com/world/2020/apr/17/coronavirus-under-control-in-germany-as-some-countries-plan-to-relax-lockdowns

წინა სტატიაიერუსალიმში, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი შესრულდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში დევნილებმა სააღდგომოდ დარიგებული ნობათის სიმცირე გააპროტესტეს[Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური