მთავარისიახლეებიმსოფლიოემანუელ მაკრონი: ,,მიამიტობაა თქვა, რომ ჩინეთი უკეთ უმკლავდება კრიზისს. ამის თაობაზე ბევრი...

ემანუელ მაკრონი: ,,მიამიტობაა თქვა, რომ ჩინეთი უკეთ უმკლავდება კრიზისს. ამის თაობაზე ბევრი კითხვა არსებობს “

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ჩინეთის მიერ კორონავირუსის გავრცელებასთან გამკლავების თაობაზე ბევრი კითხვა არსებობს და ბევრი რამ მოხდა “რაზეც არაფერი ვიცით”.

მიამიტურია იმის თქმა, რომ ჩინეთი უკეთ უმკლავდება კრიზისს – განაცხადა მან Financial Times-თან ინტერვიუში. კითხვაზე, ავლენს თუ არა ჩინეთის ავტორიტარული მიდგომა ვირუსის შეკავებასთან დასავლური დემოკრატიის სისუსტეს მაკრონმა თქვა, რომ ღია საზოგადოებასა და იმ ქვეყანას შორის, სადაც სიმართლეს მალავენ შედარება არ არის:

“ამ განსხვავებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილებების, რომელიც ჩინეთმა მიიღო, და იმის, რაც ჩინეთში დღეს ხდება, პატივისცემის მიუხედავად, მიამეტები არ უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ უკეთ უმკლავდებიან კრიზისს. ჩვენ არ ვიცით. აშკარად, მოხდა რაღაცები, რაც არ ვიცით.”

მაკრონმა თქვა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში თავისუფლებების დათმობა დასავლურ დემოკრატიებს საფრთხეს უქმნის:

“ამას ვერ მივიღებთ. ჯანდაცვის კრიზისის გამო შენს ფუნდამენტურ დნმ-ზე უარს ვერ იტყვი.”

მანამდე საფრანგეთში ჩინეთის საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია იმის თაობაზე, რომ დასავლური ქვეყნები ასაკოვან მოქალაქეებს მოხუცთა სახლებში სიკვდილისთვის წირავენ. ამის გამო ჩინეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ჩინეთი მთავრობის სპიკერმა თქვა, რომ საფრანგეთის მხრიდან ვირუსის გამკლავებაზე ნეგატიური კომენტარის გაკეთბა არ სურდათ და გაუგებრობა მოხდა.

ამჟამად საფრანგეთში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 165,027 შემთხვევა. დაიღუპა 17,920 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 32,812.

.

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...