მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს და სასულიერო პირს, რომელმაც თბილისის ერთერთ ეკლესიაში წირვა ჩაატარა,...

საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს და სასულიერო პირს, რომელმაც თბილისის ერთერთ ეკლესიაში წირვა ჩაატარა, კორონავირუსი დაუდასტურდა

Published on

საქართველოს საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ერთერთ სასულიერო პირსაც დაუდასტურდა. საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ დაინფიცირებულმა მღვდელმა რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთერთ ეკლესიაში წირვა ჩაატარა.

ტვ პირველისათვის მიცემულ ინტერვიუში დაინფიცირებული დაცვის თანამშრომელი აღნიშნავს, რომ საპატრიარქოში ბოლოს ორი დღის წინ იყო. მისივე თქმით, არ იცის, ვირუსი საიდან გადაედო.

დაინფიცირებული კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ცხოვრობს. ის ყვება, რომ ორი კვირის განმავლობაში სოფელში ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, თუმცა აბობს, რომ შეხება არ ჰქონია სასულიერო პირებთან.  

შიდა ქართლის გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და შესაძლო კონტაქტებს ადგენენ. 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...