მთავარისიახლეებისაზოგადოებაინფიცირებული მღვდლის ექთანი დისგან Covid-19 მედიცინის ინსტიტუტის 4 თანამშრომელს გადაედო

ინფიცირებული მღვდლის ექთანი დისგან Covid-19 მედიცინის ინსტიტუტის 4 თანამშრომელს გადაედო

Published on

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის კლინიკაში კარანტინია გამოცხადებულ. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია მედპერსონალის ხუთი წარმომადგენელი

კლინიკის ერთ ექიმსა და სამ საშუალო მედპერსონალს ვირუსი ერთერთი საშუალო მედპერსონალისგან გადაედო. მედიის ინფორმაციით, ეს საშუალო მედპერსონალი ინფიცირებული სასულიერო პირის  დაა. ამ ინფორმაციას არ უარყოფს არც ბოჭორიშვილის კლინიკა, სადაც სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრები მკურნალობენ. 

“მე გიდასტურებთ ერთ რამეს – კლინიკის შიგნით ვირუსი გავრცელდა ჩვენი თანამშრომლისგან, რომელიც არის საშუალო მედპერსონალი, არის ინფიცირებული და იყო ასიმპტომური. სასულიერო პირია თუ არა მისი ძმა, ეს არ არის ჩემთვის ცნობილი,”- ამბობს კლინიკის მთავარი ექიმი ლევან ყურაშვილი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა, მაკა სოლოღაშვილმა, დაადასტურა, რომ სასულიერო პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და ის და მისი ოჯახის წევრები სწორედ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ. 

საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტაბულას დაუდასტურა, რომ ინფიცირებულმა სასულიერო პირმა რამდენიმე დღის წინ ღვთისმსახურება ჩაატარა. 

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში ყოველ კვირას იმართება წირვა, რომლის მიწურულსაც მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 12 აპრილს მრევლს უთხრეს, რომ კომენდანტის საათის მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება  სააღდგომო ღამის ლიტურგია. 13 აპრილს მთავრობის წევრები საპატრიარქოში იმჰყოფებოდნენ.  

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...