მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას '' - აშშ-ის საელჩო ირაკლი ოქრუაშვილისთვის...

“ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას ” – აშშ-ის საელჩო ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება

Published on

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”,- აშშ-ის საელჩო ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

“ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას – საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”, – წერია განცხადებაში. 

20 ივნისის აქციის საქმეზე 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის დამნაშავედ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ცნეს. 

შეთანხმება, რომლზეც საელჩოს განცხადებაშია საუბარი, 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით დაიდო. საარჩევნო სისტემის გარდა, შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც. ოპოზიცია ამბობს, რომ შეხვედრაზე კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ ყოფილა. 

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....