მთავარისიახლეებიმსოფლიობუნტი რუსეთში, ირკუტსკის ციხეში - გარდაცვლილია 1, დაშავებულია 300-მდე ...

ბუნტი რუსეთში, ირკუტსკის ციხეში – გარდაცვლილია 1, დაშავებულია 300-მდე პატიმარი

Published on

რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირის ციხეში ერთი პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს მას შემდეგ, რაც საპატიმროში არეულობა და ხანძარი მოხდა, – აცხადებენ ოფიციალური პირები 11 აპრილს.

დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ 300-მდე პატიმარი დაშავდა ინციდენტის შედეგად, რომელიც მოხდა ირკუტსკის რეგიონის ნომერ მეთხუთმეტე საპატიმროში. არეულობა დაიწყო 9 აპრილს, რაშიც ოფიციალური პირები პატიმრებს ადანაშაულებენ, უფლებადამცველი ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ პატიმრებმა მასობრივად მიიყენეს თვითდაზიანებები, სისტემატური არაადამიანური მოპყრობის გასაპროტესტებლად.

აქტივისტები არასამთავრობო ორგანიზაციიდან “ადამიანის უფლებებისთვის” აცხადებენ, რომ 9 აპრილს, გვიან ღამით, კოლონიაში სპეცრაზმი შევიდა, არეულობის ჩახშობის მიზნით. ფედერალური პენიტენციური სისტემის ირკუტსკის განყოფილების პრესმდივანი ამბობს, რომ არეულობა მოჰყვა პატიმრის მიერ ბადრაგზე თავდასხმას.

10 აპრილს კოლონიაში ხანძარი გაჩნდა. ციხისკენ მიმავალი გზები პოლიციას ჰქონდა ჩახერგილი და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს შენობასთან არ უშვებდნენ. ხანძარი 11 აპრილს, დილით ადრე ჩააქრეს.

პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვითარება “კონტროლს ექვემდებარება” და ხანძრის გაჩენაში პატიმრებს ადანაშაულებენ. ციხეში არ უშვებენ უფლებადამცველებს. ციხესთან კონტაქტს ვერც პატიმართა ოჯახების წევრები ამყარებენ, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის გამო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...