მთავარისიახლეებისაზოგადოებასიგუას ნამცხვარს პატრონი აღარა ჰყავს, თურნავას პირბადეს კი მძლავრად ლობირებენ

სიგუას ნამცხვარს პატრონი აღარა ჰყავს, თურნავას პირბადეს კი მძლავრად ლობირებენ

Published on

,, გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ, საქართველოში წარმოებული პირბადე ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი. რაც მთავარია, დღეს ეს საქართველოში იკერება, ” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„მასალა, დოლბანდი შეირჩა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად დოლბანდის თვისებებისა და მთელი წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენ, ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვაქვს, აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია დღეს ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის“, – განაცხადა თურნავამ. – ქართული პირბადეები გამოირჩევა იმით, რომ მასალის თითოეული ნიმუში იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.

„ალბათ, ყველას გაგვიხარდება, როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, მოვერევით კორონავირუსს, დადგება ის დრო, როცა პირბადეს შევხედავთ, მხოლოდ, როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა ისეთ უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც დღეს ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იცავს. ახლა, ჩვენ 1000-მდე ადამიანს ვასაქმებთ სამკერვალო ფაბრიკებში, ვინც დღე და ღამე არიან ჩართულები ამის კერვაში. ჩვენთვის, ქართული წარმოების, დოლბანდის პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი“, – განაცხადა თურნავამ.

იგი არ აკონკრეტებს, ვის ბოსტანში ისვრის კენჭს ,,ჟღერადი ბრენდის”‘ ხსენებით, თუმცა ამს პირდაპირ აკეთებს პაატა იმნაძე,

,,მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე. გახსოვთ, რა ჰქონდა გამოშვებული” -წაკბინა მან დემნა გვასალია

მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომლებიც ბაზარზე არსებობს. მსოფლიოში დღეს პირბადეების დეფიციტია. ეს არის ანა-ბანა, სანამ იქნებოდა ის პირბადეები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩემი სამსახური, რომელიც შავ ჭირზე მუშაობდა […], ასეთი პირბადეებს იყენებდა. ეს პირბადე წვეთოვანი ინფექციებისგან იცავს ადამიანს ძალიან ეფექტურად. ასე გამოეხმაურა პაატა იმნაძე, საქართველოში წარმოებულ პირბადეებთან დაკავშირებულ კრიტიკას.

სიახლეები

მედია-ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე ევროკავშირის ელჩებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. Kyiv Independent ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით...

“EU-ს წევრებმა გადაწყვიტეს ორმხრივი სანქციები – უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ” – ჰერჩინსკი “ოცნებაზე”

"მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქმედებები და გადაწყვეტილებები, კანონები იქნა მიღებული, რომელიც...

26 მაისს თბილისს 5 ევროპარლამენტარი ეწვევა

"ევროსკოპის" ინფორმაციით, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) წევრები 26 მაისს თბილისში იქნებიან. "ევროსკოპისთვის" მოწოდებულ...

“საქართველო 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა – ის ახორციელებს ჰიბრიდულ ქმედებებს მეზობლად მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ” – ჰერჩინსკი

"ჩვენ ვართ სამიზნეები, უკრაინა, რა თქმა უნდა, განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას და...