მთავარისიახლეებისაზოგადოებასიგუას ნამცხვარს პატრონი აღარა ჰყავს, თურნავას პირბადეს კი მძლავრად ლობირებენ

სიგუას ნამცხვარს პატრონი აღარა ჰყავს, თურნავას პირბადეს კი მძლავრად ლობირებენ

Published on

,, გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ, საქართველოში წარმოებული პირბადე ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი. რაც მთავარია, დღეს ეს საქართველოში იკერება, ” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„მასალა, დოლბანდი შეირჩა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად დოლბანდის თვისებებისა და მთელი წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენ, ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვაქვს, აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია დღეს ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის“, – განაცხადა თურნავამ. – ქართული პირბადეები გამოირჩევა იმით, რომ მასალის თითოეული ნიმუში იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.

„ალბათ, ყველას გაგვიხარდება, როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, მოვერევით კორონავირუსს, დადგება ის დრო, როცა პირბადეს შევხედავთ, მხოლოდ, როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა ისეთ უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც დღეს ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იცავს. ახლა, ჩვენ 1000-მდე ადამიანს ვასაქმებთ სამკერვალო ფაბრიკებში, ვინც დღე და ღამე არიან ჩართულები ამის კერვაში. ჩვენთვის, ქართული წარმოების, დოლბანდის პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი“, – განაცხადა თურნავამ.

იგი არ აკონკრეტებს, ვის ბოსტანში ისვრის კენჭს ,,ჟღერადი ბრენდის”‘ ხსენებით, თუმცა ამს პირდაპირ აკეთებს პაატა იმნაძე,

,,მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე. გახსოვთ, რა ჰქონდა გამოშვებული” -წაკბინა მან დემნა გვასალია

მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომლებიც ბაზარზე არსებობს. მსოფლიოში დღეს პირბადეების დეფიციტია. ეს არის ანა-ბანა, სანამ იქნებოდა ის პირბადეები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩემი სამსახური, რომელიც შავ ჭირზე მუშაობდა […], ასეთი პირბადეებს იყენებდა. ეს პირბადე წვეთოვანი ინფექციებისგან იცავს ადამიანს ძალიან ეფექტურად.” ასე გამოეხმაურა პაატა იმნაძე, საქართველოში წარმოებულ პირბადეებთან დაკავშირებულ კრიტიკას.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...