მთავარისიახლეებისაზოგადოება9 - 10 აპრილის ღამეს კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 შემთხვევა...

9 – 10 აპრილის ღამეს კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 შემთხვევა გამოვლინდა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ.კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 42 მოქალაქე დააჯარიმეს. ასევე, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 21 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკურ პირებს 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირებს 15 000 ლარით აჯარიმებენ.

სიახლეები

ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი 2 სექტემბერს გამოცხადდება

სასამართლოში სინდისის პატიმრის, ანტონ ჩეჩინის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს - სხდომაზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა ჩეჩინის...

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით შემთხვევაში, ტრამპი რუსეთს „ეკონომიკური ომის“ დაწყებით ემუქრება

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით შემთხვევაში, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთს „ეკონომიკური ომის“ დაწყებით...

სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის მომღერალი ხატია წერეთელია

ტვ პირველოს ვებგვერდის ცნობით, პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებულთა შორის მომღერალი ხატია წერეთელიცაა. წერეთელი იმ 12 პირს...

მარტვილში კრაზანისგან დაკბენილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში ახალგაზრდა კაცი კრაზანის კბენის შემდეგ გარდაიცვლა. “თაიმერის” ინფორმაციით, ახლაგაზრდა ბიჭი სასწრაფო...