მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთის ცხელების ცენტრში აბაშიდან შეყვანილი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ფოთის ცხელების ცენტრში აბაშიდან შეყვანილი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

Published on

ფოთის ცხელების ცენტრში ოთხი ახალი პაციენტიდან სამი სტაციონარზე გაეწერა, ერთის ანალიზი კი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.

როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ამ დროისთვის ქალაქში თვითიზოლაციაში იმყოფება 15, ხოლო კარანტინში ცხრა ადამიანი.

„პაციენტებიდან მხოლოდ ერთს ავუღეთ ნაცხი და გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, დანარჩენები გაეწერნენ სტაციონარზე.

საეჭვოდ მიჩნეული პაციენტი 67 წლის მამაკაცია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ აბაშიდან ჩამოიყვანა. მას გულის ქრონიკული დაავადებაც აქვს. აღენიშნება ტემპერატურა და გარკვეული ცვლილებები აქვს ფილტვშიც. არა აქვს მოგზაურობის ისტორია და არც ინფიცირებულთან ან საეჭვო შემთხვევებთან ჰქონია კონტაქტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...