მთავარისიახლეებისაზოგადოება“რად გინდათ ეს მილიარდები და მილიონები, ქვეყანა თუ გადაყირავდა?

“რად გინდათ ეს მილიარდები და მილიონები, ქვეყანა თუ გადაყირავდა?

Published on



“რად გინდათ ეს მილიარდები და მილიონები, თქვენი ქვეყანა თუ გადაყირავდა? როგორ უნდა იცხოვროთ ამ საზოგადოებაში, სადაც ბავშვები სტრესით სამუდამოდ დასახიჩრდნენ? გულისამრევი “მეშჩანები” და ხალხის მოზიზღარი ავადმყოფები ხართ, ბიძინა ივანიშვილის თამადობით ყველა, ვისაც პირბადე არ გაუღია განსაცდელში მყოფის სიცოცხლის და სამშობლოს გადასარჩენად”, – “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც გვარამია წერს, ისეთი მხდალი ლიდერი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არასდროს არ ყოლია საქართველოს, რადგან ის არც ერთხელ არ გამოსულა ხალხის თუნდაც გასამხნევებლად კორონავირუსის პანდემიის დროს, თუმცა ის ჰესებსა და ხეებს კვლავ იკანონებს.

“რად გინდათ ეს მილიარდები და მილიონები, თქვენი ქვეყანა თუ გადაყირავდა, მოხუცები დავკარგეთ, ხალხმა პურის ფული ვეღარ იშოვა და სიღატაკემ გათანგა, ბავშვები სტრესით სამუდამოდ დასახიჩრდნენ და ჩამორჩენილი ქვეყნის ჩამორჩენილი მოქალაქეობისთვის გაიწირენ ?!

როგორ უნდა იცხოვროთ ამ საზოგადოებაში? როგორ აპირებთ ოაზისის აშენებას უდაბნოში? არა გრცხვენიათ? სამყარო შეიცვალა, არავინ იცის, როგორი დილა გათენდება ხვალ და თქვენ ისევ ანგარიშებზე ინახავთ მილიონებს?

გულისამრევი მეშჩანები და ხალხის მოზიზღარი ავადმყოფები ხართ, ბიძინა ივანიშვილის თამადობით.

იმ ბიძინა ივანიშვილის, რომელიც მილიარდერთან ერთად, ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლებას წარმოადგენს ერთდროულად და თან იმალება;

რომელიც შუა ჟამიანობისას ხეებს თხრის და სადღაც მიათრევს;

რომელიც, ხალხი როცა ეპიდემიას ებრძვის, ჰესებს იკანონებს, რომელიც არც ერთხელ, ა რ ც ე რ თ ხ ე ლ არ დაგვენახა, რაც ეპიდემია თავს დაგვატყდა. მე რა, თავის გულწრფელ და მოყვარულ ამომრჩეველსაც კი, და არც ერთი გამამხნევებელი სიტყვა არ უთხრა, არც ერთი ცენტით არ შეეშველა.

დიახ, სიმდიდრე სირცხვილი არაა, პირიქით. მაგრამ გაჭირვებული სამშობლოსთვის ხელის არ გამართვა – სამუდამო დაღი და უკუნითი თავს ლაფი.

არასდროს ასეთი მხდალი ლიდერი ჩვენ არ გვყოლია. არავინ ასე სამარცხვინოდ ჩვენს ისტორიაში არ ჩაგვიწერია, როგორც მას ჩავწერთ. ეს ისე ვიცი, როგორც კორონას დაამარცხებს კაცობრიობა.

მაგრამ ივანიშვილთან ერთად, ყველა იმას მოეთხოვება პასუხი, ვისაც მილიონები აქვს უსიცოცხლო საბანკო ანგარიშებზე და ვისაც პირბადე არ გაუღია განსაცდელში მყოფის სიცოცხლის და სამშობლოს გადასარჩენად!”,- წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...