თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ პიკურ მდგომარეობას ავიცილებთ,-ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. მისი თქმით ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 8-10 პაციენტს არ ცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ასეთი ტემპი გაგრძელდება პიკს ქვეყანა მარტივად გადაივლის
“მატება გვექნება, მაგრამ ისეთი მატება გვექნება, რომელზეც თავის გართმევა არ გაგვიჭირდება,”-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ინფექციური საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. სულ ქვეყანში კორონავირუსი 50-მა პაციენტმა დაამარცხა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 208 -ს შეადგენს.