მთავარისიახლეებიმსოფლიოევროპარლამენტის შენობის ერთი ნაწილი უსახლკაროებს დაეთმობა, სადაც მათ სადილით გაუმასპინძლდებიან

ევროპარლამენტის შენობის ერთი ნაწილი უსახლკაროებს დაეთმობა, სადაც მათ სადილით გაუმასპინძლდებიან

Published on

ევროპარლამენტის შენობაში უსახლკაროებს გადაიყვანენ. ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, დავიდ სასოლიმ გააკეთა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის შენობის ერთი ნაწილი უსახლკაროებს დაეთმობა, სადაც მათ სადილით გაუმასპინძლდებიან.

„მოქალაქეებთან სოლიდარობა ევროპარლამენტის პოლიტიკის ხაზია. ბრიუსელის მერიასთან ერთად შევთანხმდით, რომ ევროპარლამენტის შენობის ნაწილი უსახლკაროებსა და საზოგადოების მოწყვლადი ფენის წარმომადგენლებს დავუთმოთ“, – განაცხადა სასოლიმ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის სამზარეულოში ყოველდღიურად მომზადდება სადილი 1000 ადამიანისთვის, რომელიც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის იქნება განკუთვნილი.

„ევროპის ძალა სოლიდარობაშია“, – განაცხადა სასოლიმ.

გასულ კვირას დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ერთ-ერთ შენობაში საველე ჰოსპიტალი გაიხსნება.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო ევროპარლამენტის შენობაში პლენარული სესიები სექტემბრამდე არ გაიმართება.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...