მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი:მალე აშშ-ს დამატებით 110 000 სასუნთქი აპარატი ექნება,...

დონალდ ტრამპი:მალე აშშ-ს დამატებით 110 000 სასუნთქი აპარატი ექნება, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე სჭირდება კორონავირუსით დაავადებულთა დასახმარებლად

Published on

მალე აშშ-ს იმაზე მეტი სასუნთქი აპარატი ექნება, ვიდრე სჭირდება კორონავირუსით დაავადებულთა დასახმარებლად. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ

ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანას უკვე აქვს 8,675 სასუნთქი აპარატი და მალე მზად იქნება დამატებით 110,000 მოწყობილობა, რომელთა დიდი ნაწილი აშშ-ს არ დასჭირდება. მან თქვა, რომ ზედმეტი ტექნიკა შესაძლოა იმ ქვეყნებში გადაანაწილონ, სადაც მათი ყველაზე დიდი საჭიროებაა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. ტრამპის თქმით მათ უკვე სთხოვეს აშშ-ს 200 აპარატი.

თუმცა, მისივე თქმით 60,000 აპარატი მხოლოდ 29 ივნისისთვის იქნება მზად.

“არ მგონია, რომ ისინი დაგვჭირდება, თუმცა სამომავლოდ გვექნება და ასევე შევძლებთ დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს, სადაც სასუნთქი აპარატების ნაკლებობას განიცდიან.” თქვა მან.

ამასთან ერთად, პანდემიასთან გამკლავებაში ჩავარდნების გამო ტრამპი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. ის ორგანიზაციას ჩინეთისადმი მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აამოქმედა კორეის ომის დროინდელი თავდაცვის წარმოების კანონი, რომელიც სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიებს ავალდებულებს პროდუქციის სხვა ქვეყნებში გაყიდვის ნაცვლად აშშ-ის ადგილობრივი მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

ტრამპის ადმინისტრაციამ კომპანიებს მოსთხოვა შეწყვიტონ აშშ-ში დამზადებული სასუნთქი ნიღბების გატანა კანადასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. აშშ-მა ამოიღო სხვადასხვა ქვეყნის მიერ ამერიკული კომპანიებისათვის შეკვეთილი სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის პირბადეები და ხელთათმანები.

სიახლეები

დავაკავეთ კაცი, რომელმაც შშმ პირი გააუპატიურა და მოწყალებას აიძულებდა – შსს

შშმ პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 1987 წელს დაბადებული, წარსულში...

არ გვინდა გავხდეთ ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს-კობახიძე

იმედი გვაქვს, ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის...

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...