სუს-ის ყოფილი უფროსის თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით კარდიოლოგ ანზორ მელიაზე

0
499

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, სოსო გოგაშვილი, სოციალურ ქსელში ექიმების სიაზე საუბრობს და კლინიკა “გულის” დამფუძნებელს ანზორ მელიას ესხმის თავს.


იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებს მას და აცხადებს, რომ ადამიანებს მედიკოსების სიაში, პირველ ნომრად არ სჭირდებათ ასეთი ექიმები. იგი ასევე წერს, რომ მალე ამ სიასაც გამოაქვეყნებს.


“მიგზავნიან სიას-ექიმების პირად მონაცემებს, მადლობა, მაგრამ სიაში ვინც პირველი სწერია, იმ დ….ს უნდა დავურეკო დახმარებისთვის? საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი ჰუმანისტი და ფიცის დამცავი საამაყო ექიმი. არ ჩამოვთვლი და ვერც,იმიტომ, რომ საბედნიეროდ ძალიან ბევრნი არიან,(თუმცა, ამ სიას გამოვაქვეყნებ მალე) მათ შორის ჩემი სამეგობროდან….


ხალხო, მეგობრებო, იქამდე,სანამ რამეს გადააგზავნით სხვაგან, წაიკითხეთ მაინც, არა მარტო ამ შემთხვევაში, ზოგადადაც….


არ გვჭირია ადამიანებს პირველ ნომრად განთესილი, ტერორისტების მოდგმის და მრწამსის კონსულტაციები, რაც არ უნდა გასაჭირში ვიყოთ” – წერს გოგაშვილი.

გოგაშვილის ფეისბუქპოსტს კლინიკა “გულის” დამფუძნებელი, ანზორ მელია ეხმაურება.

იგი აცხადებს, რომ მან სოციალურ ქსელში ნახა, რომ ემიგრანტები ითხოვდნენ დახმარებას და მისი თქმით სიამოვნებით ჩაერთო ამ კამპანიაში. მელიას თქმით, იგი არის ექიმი, პოლიტიკა კი აქ არაფერ შუაშია. მისივე განმარტებით, ის ყოველთვის დაეხმარბა ყველა პაციენტს, ვისაც დახმარება სჭირდება.

“მე ექიმი ვარ, როგორ შეიძლება ექიმი რომელიმე პარტიას მიეკუთვნებოდეს. როგორ შეიძლება მე შევეკითხო ავადმყოფს თქვენ ნაცი ხართ თუ ქოცი ხართ. პირიქით ქოცებმა შეწყვიტეს ჩემთან კავშირი. არ მოდიოდნენ ჩემთან ნიკას პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ. ეს არ არის მნიშვნელოვანი.

ახლახან არჩევნები რომ იყო ზუგდიდში, ბატონ ვოლსკის დაემართა მოციმციმე არითმია და მიმართა ჩემს კლინიკას და აღფრთოვანებულმა კომენტარიც მისცა. როგორ შეიძლება მე, როგორც ექიმმა გავარჩიო პოლიტიკური ნიშნით პაციენტი” – ამბობს ანზორ მელია.

წინა სტატიასააღდგომო დღესასწაულის ჩატარებაზე მეუფე გერასიმე პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ელოდება [Video]
შემდეგი სტატიაკომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვებზე – ენერგო- პრო ჯორჯიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური