მთავარისიახლეებისაზოგადოებაშიდა გავრცელების პირველი შემთხვევა ბათუმში - ინფიცირების წყარო უცნობია

შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა ბათუმში – ინფიცირების წყარო უცნობია

Published on

ბათუმში შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – გვიან ღამით კორონავირუსი 60 წლამდე ქალს დაუდასტურდა, რომლის ინფიცირების წყარო და კონტაქტები უცნობია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.

ინფიცირებულმა ცხელების ცენტრამდე სხვა კლინიკას მიმართა. მას იმ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ ჰქონია. კლინიკაში მედპერსონალს ჰქონდა ეკიპირება, თუმცა შემთხვევის დადასტურების შემდეგ კლინიკის 5 თანამშრომელი კარანტინში, 2 კი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ინფიცირებული ქალი ასევე იმყოფებოდა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში. მიმდინარეობს ამ კონტაქტების გამოკვლევაც.

ინფიცირებულს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე არ არის. ამჟამად ბათუმში 10 ინფიცირებულია.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...