მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაბუტული ბავშვებივით იმეორებენ, ჩვენ არ წავალთ სააღდგომო წირვაზე და ტელევიზიით დავაკვირდებითო. რას...

გაბუტული ბავშვებივით იმეორებენ, ჩვენ არ წავალთ სააღდგომო წირვაზე და ტელევიზიით დავაკვირდებითო. რას უნდა დააკვირდნენ, როგორ დაინფიცირდება ხალხი ?

Published on

თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლობა საკუთარი ინიციატივით, პროტესტის ნიშნად დატოვა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

,,ვხედავთ, რომ ჩვენმა მინისტრებმა ქადაგება დაიწყეს, ამ უმწეო ხალხმა – თეოლოგია ესმით, მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია იციან, თუ ჰგონიათ, რომ მრევლი ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს? ჯანდაცვის მინისტრი უნდა ამბობდეს, ღმერთი სად არის და სად არა? ჩვენ ხომ ვიცით, რომ მრევლს არანაირი ავტორიტეტი არ ჰყავს პატრიარქისა და მამაოების გარდა? მით უმეტეს იმ საკითხში, რომელიც ეკლესიას ეხება.

გაბუტული ბავშვებივით, ინფანტილურად, ერთი მეორეს მიყოლებით რომ ამბობენ, ჩვენ არ წავალთო სააღდგომო წირვაზე. ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო ტერმინსაც იყენებს და ამბობს, რომ ტელევიზიით დავაკვირდებითო. რას უნდა დააკვირდნენ, როგორ დაინფიცირდება ხალხი? რას ნიშნავს, არ მივლენ წირვაზე, მაგრამ ტელევიზორით უყურებენ, როგორ დაინფიცირდება ის ხალხი, რომელზე ზრუნვაც აკისრიათ და ამაში უხდიან ხელფასს?!

სასულიერო პირებსაც აკისრიათ მრევლზე ზრუნვა, მაგრამ ეს მხოლოდ მორალური ვალდებულებაა. მათ მორალი არ გააჩნიათ და წირავენ ხალხს სიკვდილისთვის და ავადმყოფობისთვის, რომ თავის ჭკუაში ასიამოვნონ თავის ღმერთს, რომელიც იესო ქრისტე არ არის. ასეთი დამოკიდებულება არის ფეტიშიზმი, გაფეტიშებული არის ლოცვა, ხატი და ასევე, მამაოები, კათოლიკოს-პატრიარქი, უპირველეს ყოვლისა. ”

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...