აგრარული ბაზრების დახურვით 45,100 ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა

0
661

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში მოქმედი ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა. გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია ბაზრობებზე დასაქმებულ მოქალაქეებში. 

საქსტატის მიერ 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში აგრარულ ბაზრობებზე სულ 45,100 ადამიანია დასაქმებული. სწორედ ამდენი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე. 

როგორც ანგარიშიდან ირკვევა საქართველოში სულ 208 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს, აქედან 64 თბილისშია განთავსებული. წილობრივად თბილისში მთლიანად ბაზრობებზე დასაქმებული ადამიანიების 44% მოდის. დედაქალაქში ბაზრობებზე ჯამურად 20 ათასზე მეტი მოქალაქე საქმიანობს. 

გასული წლის ოქტომბერში საქართველოს აგრარულ ბაზრობებზე ჯამურად 302 მილიონი ლარის პროდუქცია გაიყიდა. 

წინა სტატიაკომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვებზე – ენერგო- პრო ჯორჯიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიასაართველოში covid 19 -ით გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური