მთავარისიახლეებისაზოგადოება„ქსენონი“ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას C ჰეპატიტის მქონე პაციენტებისა და ნარკოტიკების ინექციური...

„ქსენონი“ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას C ჰეპატიტის მქონე პაციენტებისა და ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისათვის

Published on

ქვეყანაში გავრცელებული ახალი კორონა ვირუსის ეპიდემიის მიუხედავად, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას C ჰეპატიტის მქონე პაციენტებისა და ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისათვის. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ჯანაშია, ჩვენთან საუბარში განმარტავს, ეპიდემიის საშიშროების გავრცელების გამო „ქსენონმა“ არსებულ სიტუაციაში, ზიანის შემცირების სერვის- ცენტრის მუშაობის სპეციფიკის ცვლილება მოახდინა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ცენტრი გეგმავს „COVID-19“ -ის ეპიდემიასთან საპასუხოდ ბენეფიციარებისა და პაციენტების სხვა სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, როგორიცაა სამედიცინო პირბადეები და ხელთათმანები. რაც შეეხება C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამას, ის შეუფერხებლად მიმდინარეობს, ამბობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ექიმი, ცირა ქაძანაია. იგი ასევე დამატებით რეკომენდაციებზე ამახვილებს ყურადღებას. ცირა ქაძანაიას განმარტებითვე, ცენტრში მედიკამენტები უწყვეტ რეჟიმში გაიცემა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...