მთავარისიახლეებისაზოგადოებაპაატა იმნაძე: ,,ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ მამაოები ილოცებენ ჩვენთვის,...

პაატა იმნაძე: ,,ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ მამაოები ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის”

Published on

ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, – ასე მიმართავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას.

იმნაძემ სოციალური დისტანციის დაცვისა და სახლში დარჩენის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ, მთავრობის დმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ნებისმიერი ჩვენი აკრძალვა, რჩევა იყოს საფრთხის ადექვატური. ამავე დროს მინდა კარგად გავითავისოთ ყველამ, რომ ორი კვირის წინ რა რჩევებსაც ვიძლეოდით ყველა, იმის დაცვა ან არ დაცვა ჩნდება დღეს. დღეს ჩვენ რა რჩევებსაც ვიძლევით და რა აკრძალვებსაც ვამბობთ, ამის ეფექტი გამოჩნდება ორი კვირის შემდეგ. ანუ ჩვენ ყოველთვის დროს უნდა ვუსწრებდეთ წინ ჩვენი აკრძალვებით თუ რჩევებით. აქედან გამომდინარე, მე მინდა მივმართო მორმწუნე ქრისტიანებს, მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დაცივათ არამხოლოდ ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარგი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის,” – განაცხადა იმნაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...