მთავარისიახლეებიმსოფლიოკომპანია Apple კვირაში მილიონამდე სახის დამცავ ანტიბაქტერიულ ფარს გამოუშვებს

კომპანია Apple კვირაში მილიონამდე სახის დამცავ ანტიბაქტერიულ ფარს გამოუშვებს

Published on

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple კვირაში მილიონამდე სახის დამცავ ანტიბაქტერიულ ფარს გამოუშვებს, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის იქნება განკუთვნილი. ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ კუკმა განაცხადა. 

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კუკმა განაცხადა, რომ თითო დამცავი ფარის აწყობას 2 წუთზე ნაკლები სჭირდება და ის სამედიცინო პერსონალისთვის არის განკუთვნილი. კუკმა, ასევე, თქვა, რომ მომარაგების ქსელის მეშვეობით კომპანიამ 20 მილიონზე მეტი სამედიცინო ნიღაბი დაარიგა. 

კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, რომ Apple სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს, რათა აღჭურვილობა იმ ადგილებში მიიღონ, სადაც ყველაზე მეტად ჭირდებათ. “ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ მომარაგებას აშშ-ის გარეთ”, — განაცხადა კუკმა. 

აშშ ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით პირველ ადგილზეა, ქვეყანაში დაავადების 335 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9,500 პაციენტი. 

სულ მსოფლიოში დაავადების 1,1 მილიონ შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 63 ათასი პაციენტი.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...