მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“ - მიხეილ ჩხენკელი

,,ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“ – მიხეილ ჩხენკელი

Published on

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, სასწავლო წელი აუცილებლად შედგება და ის არც ერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება. აღნიშნულის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრი განმარტავს, კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, საქართველო განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა.

„ეკონომიკის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანზიაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო-დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველო განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ, განსაკუთრებით, გამოყოფილია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პირველ არხთან ერთად – პროექტი ტელესკოლა, რომელიც ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა, ჩვენს მოსწაველეებს ინტერნეტთან წვდომა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული დისტანციური სწავლების სხვა ღონსიძიებებიც, კერძოდ, ეს გახლავთ, ის პროგრამები, რომელიც სკოლების მიერ გამოყენებულია დისტანციური სწავლებისთვის, როგორც ონალინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში, მაიკროსოფტის პროდუქტები, რომლებსაც ჩვენი სკოლები აქტიურად იყენებენ, ასევე სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებიც.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არის დისტანციური სწავლების განხორციელებაში ჩართული. განსაკუთრებით, ყველა მასწაველებელს, რომელიც ასე აქტიურად, ასეთი მონდომებით, შემოქმედებითი მიდგომით იღებს მონაწილეობას, როგორც ონლაინ სწავლების ფორმატში, ასევე ტელესკოლის უაღრესად მნიშვნელოვან პროექტში, ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედეგება და არცერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება“, – განაცხადა ჩხენკელმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...