მთავარისიახლეებიმსოფლიოანუგეშებს თუ არა ბორის ჯონსონის განცხადება სალომე ზურაბიშვილს და გიორგი...

ანუგეშებს თუ არა ბორის ჯონსონის განცხადება სალომე ზურაბიშვილს და გიორგი გახარიას

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა დღეს ზედიზედ აფრინეს წრილები ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან იმ ინფორმაციის კვალდაკვალ, რომ ბორის ჯონსონი თავს ცუდად გრძნობს და საავადმყოფოში იმყოფება და სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს მას.საინტერესო ის არის, რომ ეს წერილები გაიგზავნა მაინცდამაინც დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ცნობა იმის სესახებ, რომ ჯონსონსკორონავირუსის ნისნები აქვს რადენიმე დღეა ვრცელდება ოფიციალურ წყაროებში.

არ არის გამორიცხული, რომ ეს აჩქარება გამოიწვია სააგენტო რია-ნოვოსტის მიერ გავრცელებულმა მცდარმა ინფორმაციამ, თითქოს პრემიერმინიტრ ჯონსონს მართვითი სუნთქვის აპარატი დასჭირდა და საავადმყოფოსია გადაყვანილი. რიანოვოსტის მტკიცებით , რომ ინფორმაცია ეყრდნობოდს “მაღალჩინოსნებთან დაახლოებულ წყაროს”

ამ ინფორმაციას დღესვე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის ოფიციალური სპიკერი გამოეხმაურა .

“ეს დეზინფორმაციაა. ჩვენმა სპეციალურმა სამთავრობო უწყებებმა შენიშნეს მზარდი მცდარი და შეცდომაში შემყვანი ნარატივები კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ. უმნიშვნელოვანესია, რომ ნებისმიერ დეზინფორმაციას მალევე გავუმკლავდეთ,” – განაცხადა ბორის ჯონსონის სპიკერმა.

მისი თქმით, პრემიერმინისტრმა საავადმყოფოში “კომფორტული ღამე” გაატარა, მას შემდეგ, რაც 5 აპრილის საღამოს ჯონსონი იქ პრევენციული მიზნით გადაიყვანეს .

თავად ჯონსონი სოციალურ ქსელებში განცხადებას ავრცელებს  , სადაც ამბობს, რომ კორონავირუსის სიმპტომების მიუხედავად, თავს მხნედ გრძნობს და მუშაობას აგრძელებს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...