მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი: ,,წინ რთული კვირაა, კიდევ ბევრი დაიღუპება, მაგრამ ეს...

დონალდ ტრამპი: ,,წინ რთული კვირაა, კიდევ ბევრი დაიღუპება, მაგრამ ეს მალე დასრულდება, დიდხანს ვერ გასტანს”

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების საგრძნობლად გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა და აშშ-ის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ “წინ რთული კვირაა” და “სამწუხაროდ, ვირუსისგან ბევრი ადამიანი დაიღუპება”.

“უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს მალე დასრულდება, უნდა განვაგრძოთ სვლა – დიდხანს ვერ გასტანს”, – ამბობს ტრამპი.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 311 635-მდე გაიზარდა. ვირუსული ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 8 454-ს მიაღწია.

ეს მაჩვენებელი იტალიასა [15 362] და ესპანეთის [11 947] შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

აშშ-ში COVID 19-ისგან ინფიცირებულ 311 635 პირისგან 14 825 განიკურნა, ხოლო 8 206 პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონ ორასიათასს გადააჭარბა [1,202,796], აქედან 246 690 გამოჯანმრთელდა, 64 739 კი გარდაიცვალა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...