მთავარისიახლეებისაზოგადოებასენაკის აგრარული ბაზარი ორშაბათს დაიხურება

სენაკის აგრარული ბაზარი ორშაბათს დაიხურება

Published on

სენაკის აგრარული ბაზარი ორშაბათს დაიხურება – გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომაზე მიიღეს. ზუგდიდისა და ფოთის ბაზრებმა ვითარება გააუმჯობესეს, სენაკის შემთხვევაში კი, მანამ, სანამ ადმინისტრაცია კონკრეტულ ღონისძიებებს არ გაატარებს, ბაზარი დროებით დაიხურება. – განუცხადა ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ.

საკოორდინაციო შტაბის სხდომა სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ასევე განმარტა, რომ რეგიონის მასშტაბით სამართალდარღვევათა რაოდენობამ იკლო, ამიტომაც აკრძალვების გამკაცრებაზე, ამ ეტაპზე, საუბარი არ არის.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტების გადმოყვანას, მხარის რწმუნებულის თქმით, აფხაზეთში არსებული მოუწესრიგებელი ვითარების გამო, ზუგდიდში ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეების მკვეთრ შემოდინებას ელიან, რისთვისაც რუხში მდებარე საავადმყოფოს დაჩქარებული წესით ამზადებენ.

სიახლეები

აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა....

უკრაინა მზად არის, იმუშაოს აშშ-ის სამშვიდობო წინადადებებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის იმუშაოს ომის დასრულებაზე ამერიკის მიერ...

დაკავების მერე, ქეთი ხუსკივაძეს სილურჯეები აღენიშნება, ტკივილსაც უჩივის – ადვოკატი

აქციაზე დაკავებული ლექტორი, ქეთევან ხუსკივაძე მისმა ადვოკატმა, მარიამ კალანდაძემ მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების...

ძალადობა 21 წლის ქალზე – სასამართლომ ქმარი და მამამთილი პატიმრობაში გაუშვა

ძალადობა 21 წლის ქალზე - სასამართლომ ქმარს, დათა პაპავას და მამამთილს, კობა პაპავა აღკვეთი...