ელზა კვარაცხელია: „ქართველი ემიგრანტები გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ“

0
907

ზუგდიდელმა ელზა კვარაცხელიამ, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, ნიუ – იორკში ცხოვრობს, სპეციალურად “რადიო ოდიში +” -ის საინფორმაციო სამსახურს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ უმკლავდებიან ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები კორონა ვირუსს.

“აშშ-ი 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაკეტილია სკოლები, ბაღები და უმაღლესი სასწავლებლები და ონლაინ სასწავლო რეჟიმზე არიან გადასულები. დიდი სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კაფეები და თითქმის ყველაფერი დაკეტილია. ფაქტიურად, სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელსაც 24 საათის განმავლობაში არ ეძინა, ახლა ყველაფერი გაჩერებულია და ნამდვილად საშინელი სანახავია. მანჰეტენი, ტაიმზ-სკვერი, ტურისტებით სავსე იყო და დღეს თითო-ოროლა ადამიანი დადის.
მუშაობს მარტო აფთიაქები, მარკეტები და საავადმყოფოები, ყველაფერი დაცულია, შენობებში ყველგანაა სადენზინფექციო საშუალებები.
თავიდან, როცა გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ხალხი შეშინდა და მოიმარაგა პროდუქტები და ცოტა დეფიციტი შეიქმნა, ახლა უკვე მოწესრიგებულია ეს სიტუაცია და შედარებით ხალხიც დამშვიდდა.
ნიუ- იორკში მთელ ქალაქს ათი ათასობით ეროვნული გვარდიის ამერიკელი ჯარისჯაცები იცავენ, უკვე მზად არის სამხედრო გემი ჰოსპიტალი, რომელიც 1000 საწოლიანია და 12 საოპერაციო ბლოკით არის აღჭურვილი და უკვე მზად არის დაინფიცირებულების მისაღებად. ასევე ყველაზე დიდი საგამოფენო დარბაზი ნიუ იორკში რაც არის, მთლიანად ჰოსპიტალად გადააკეტეს. ცენტრალ პარკში, საველე ჰოსპიტალებია ყველგან და ეს ყველაფერი ძალიან ცუდი სანახავია. ანალოგირი ჰოსპიტალებია გახსნილი სკოლის შენონების დარბაზებშიც. ამერიკელები ვარაუდობენ, რომ ეს სიტუაცია აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, პიკს აპრილსა და მაისში ელოდებიან. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი სახლებში გადის მკურნალობას, რადგანაც საავადმყოფოებში ადგილი არ არის.
კრიზისების მართვის ცენტრის სამსახურის ინფორმაციით ამერიკაში ინფიცირებულია 236 339 ადამიანი და გარდაცვლილია 5 228″, – ამბობ იგი.
ნიუ იორკში შეიქმნა ორგანიზაცია „ამერიკელი ქართველები პროგრესისათვის“, სადაც ამერიკაში მცხოვრები ქართველები არიან გაწევრიანებული. ელზა კვარაცხელიას თქმით, მათი ორგანიზაცია ეხმარება დაინფიცირებულ ქართველებს, რომლებსაც არ შეუძლიათ გარეთ გასვლა პროდუქტებისა და წამლების საყიდლად.
„ძალიან ბევრი ქართველია დაინფიცირებული, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ რთულ ფორმებში არა აქვთ ვირუსი. ძალიან ბევრი ქართველი ამ დროს უმუშევარი დარჩა და ვცდილობთ ამ მძიმე პერიოდის გადატანაში ერთმანეთს დავეხმაროთ. აქ მყოფები პირველ რიგში ემიგრანტობას განვიცდით და ამას დაემატა ვირუსისგან გამოწვეული უამრავი პრობლემა. ძალიან ბევრი ქართველი ითხოვს სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ საჰაერო მიმოსვლა გადაკეტილია. ვისაც ორმაგი მოქალაქეობა არ აქვთ ისინი ვერ მიდიან საქართველოში.
იმ სტრესს, რასაც ემიგრანტები განვიცდით, ვცდილობთ გავუმკლავდეთ, ჯერჯერობით, უკეთესობის არანაირი იმედი არ არის, მაგრამ ქართული სული და გენი ძლიერია, მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მჯერა მალე ისევ ყველაფერი კარგად იქნება”, -აცხადებს იგი.

ავტორი: თამუნა შონია

წინა სტატიაპირველადი ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია – ეკატერინე ტიკარაძე
შემდეგი სტატიასალომე ფაცაციას მიერ შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი Covid-19-ის პანდემიის პირობებში ადგილობრივებს ეხმარება [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური