მთავარისიახლეებიპაციენტი რომელიც ტესტირების გარეშე გაწერეს - კორონავირუსი დაუდგინდა

პაციენტი რომელიც ტესტირების გარეშე გაწერეს – კორონავირუსი დაუდგინდა

Published on

“მთავარი არხის” ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი, რომელიც ლომბარდში მუშაობდა, ინფექციური საავადმყოფოდან ისე გაწერეს, რომ ტესტირება არ ჩაუტარდა. აღნიშნული პირი სატელეფონო ინტერვიუში საუბრობს, რომ მას ჰქონდა კორონავირუსის სიმპტომები, თუმცა მიუხედავად ამისა, უფასო ტესტირებაზე უარი უთხრეს. საავადმყოფოდან გაწერის შემდგომ, რამდენიმე დღე, ის თერჯოლაში მკურნალობდა, თუმცა იზოლაციაში ყოფნის გარეშე. ბოლოს მისი მდგომარეობა დამძიმდა და ამის შემდგომ მოხდა მისი შემოწმება კორონავირუსზე, რამაც დადებითი რეზულტატი აჩვენა.

არსებობს ვარაუდი, რომ კორონავირუსი ახალგაზრდა მამაკაცს ფულთან კონტაქტის გზით გადაედო, რაც ახალ კლასტერზე მიუთითებს, რომელიც კიდევ ერთი დადასტურებაა სწრაფი ტესტების ჩატარების აუცილებლობის, – რომელიც მინიმალურ დონეზეა დღესდღეობით – რათა ვირუსის მართვა შესაძლებელი გახდეს. აღნიშნული მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხშირად კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც გავრცელებას მნიშვნელოვნად ზრდის, აგრესიული ტესტირება კი მსგავს რისკს ამცირებს

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ხელისუფლებას სწორედ ტესტირების საჭირო რაოდენობით ვერ ჩატარების გამო აკრიტიკებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილიონ ლარზე მეტი გადახდილი თანხა ჩინური წარმოშობის ტესტებისთვის – უვარგისი გამოდგა

ავტორი – ლევან თორია

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...