მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში საკარანტინო ზომები გაამკაცრეს

ოკუპირებულ აფხაზეთში საკარანტინო ზომები გაამკაცრეს

Published on

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის შეხვედრა გაიმართება, სადაც გალთან მიმართებაში დამატებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, დე ფაქტო რეჟიმმა აღნიშნულ რეგიონში საკარანტინე ზომები გაამკაცრა. აფხაზური მედიიის ინფორმაციით, ყველა გზა, რომელიც გალში შედის და გამოდის გადაკეტილია და მოსახლეობას რეგიონის დატოვების უფლება არ აქვს.

“წუხელ სახელმწიფო საგზაო ინსპექციამ სპეციალური პუნქტი მოაწყო, თუმცა ღამით არავის უცდია რაიონში შესვლა და იქიდან გამოსვლა“,-აღნიშნავს ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ომარ ბგანბა.

მისივე თქმით, ხალხმა მშვიდად მიიღო ეს ფაქტი და გადაწყვიტეს თვითიზოლაციაში იყვნენ.

აფხაზური მედიის ცნობითვე, ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა 29 მარტს, მოსკოვიდან ადლერში ჩავიდა და „რუსულ-აფხაზური საზღვარი“ გადაკვეთა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მალევე განუვითარდა, რის შემდეგაც ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართა, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს მისი „საქართველოში გაგზავნის შესახებ“. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „საზღვრიდან“ თავად ქართულმა მხარემ გადაიყვანა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...