მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმში კორონა ვირუსისგან თავის დაზღვევას ცდილობენ

სოხუმში კორონა ვირუსისგან თავის დაზღვევას ცდილობენ

Published on

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს შესასვლელთან მოეწყო დამახარისხებელი პუნქტი, პუნქტი გათავსებულია კარავში, სადაც მოქალაქეებს, რომელთაც მაღალი ტემპერატურა აქვთ, მედიკოსები სინჯავენ იმის დასადგენად არის თუარა ამის გამომწვევი მიზეზი კორონა ვირუსით დაინფიცირება. ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, პუნქტის გახსნის საჭიროება წარმოშვა საფრთხემ, რომელიც შესაძლოა შექმნას ვირუსმატარებლების განთავსებამ ერთ სივრცეში სხვა სომატური სიმპტომების მქონე პაციენტებთან

ამავე უწყების ცნობით,ფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებოს სამედიცინო სამმართველოს თანამშრომლები, უკვე მეორე დღეა მორიგეობენ “აფხაზურ- რუსულ” საზღვარზე, სადაც 25 მარტიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ორკვირიანი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

“ამ დროის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა, “რუსეთის ერთი მოქალაქე, რომელსაც 38 გრადუსამდე სიცხე აღენიშნებოდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს და უკან გააბრუნეს”.- იუწყება აფსადგილ ინფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით

გუშინ ერთერთმა საწარმომ ,,მოდა ტექსმა”დაიწყო დამცავი პირბადეების კერვა როგორც სახელმწიფო ისე კერძო დაკვეთით


სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...