საიმედო ამბავი: გუშინ, 26 მარტს საქართველოში კორონა ვირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

0
665

საქართველოში Covid 19-ით ინფიცირებული სულ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 26 მარტის მონაცემებით, გამოჯანმრთელებული იყო 11 ადამიანი.

ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

კარანტინის რეჟიმშია 4427 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 257 პირი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულსა და ბოლნისში კი მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

წინა სტატიასაქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა – რადიო თავისუფლება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური