მთავარიUncategorized,,მაინცდამაინც ნუ ვიფიქრებთ რომ კორონა მკვლელი ვირუსია, მას ბრძოლის ამხელა უნარი არ...

,,მაინცდამაინც ნუ ვიფიქრებთ რომ კორონა მკვლელი ვირუსია, მას ბრძოლის ამხელა უნარი არ გააჩნია.ეს უფრო სახადია და ჩვენი შიშით არ უნდა გავაძლიეროთ ის” – აცხადებს ლევან რატიანი

Published on

რაც კაცობრიობა გაჩნდა, სულ არსებობდა მიკროორგანიზმი, სულ არსებობდა დაავადება, მაგრამ პანიკის ატეხვა და შიშის განწყობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და სამყაროში ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად ხდება ორგანიზმი დუნე და დეპრესიული განწყობით. ამიტომ ამ ორგანიზმს ბრძოლის უნარი არ გააჩნია. – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

აქედან გამომდინარე, მაინც და მაინც ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ვირუსი მკვლელია, ნამდვილად არ არის ასე, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდების მიხედვით, 80 პროცენტი შემთხვევა არის „ა“ კლინიკური ფორმა, ანუ ისე გაივლის ეს, რომ მოსახდელი დაავადებაც კი შეიძლება ამას დავარქვათ.

ერთერთ ქართველ ექიმს უწერია ინფექციური დაავადებების შესახებ, რომლებიც ჩვენს წინა საუკუნეში იყო – მოსახდელი დაავადება. დადგა დრო, ვიხმაროთ ეს სიტყვა, რომ – ესაა ინფექცია, რომელიც კაცობრიობამ ამ ეტაპზე უნდა მოიხადოს.

80 პროცენტი თუ „ა“ კლინიკური ფორმით მიდის, მხოლოდ და მხოლოდ 17 პროცენტი არის მსუბუქი და საშუალო, სამი პროცენტი არის ინტენსიური თერაპიის პაციენტები. ესეც ის პაციენტები არიან, რომლებსაც მაღალი რისკის ჯგუფი გააჩნიათ ავადობისთვის განწყობის. ამიტომ არ უნდა შევუშინდეთ ამას, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ამას წარმატებით გადალახავს – განაცხადა ლევან რატიანმა

სიახლეები

თუ შესაძლებელი იქნება, მე აუცილებლად გავხსნი ანგარიშს – პაპუაშვილი იმედის “ბანკზე”

ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დასანქცირებულ იმედის "ბანკთან" დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ თუ...

შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“ – ტვ “იმედის” განცხადება

თავის ვებგვერდზე ტვ იმედი ავრცელებს განცხადებას, სადაც, გარკვეულწილად, სანქციების თემასაც ეხმიანება. განცხადებიდან ვგებულობთ, რომ...

“თავში მუშტები ჩამარტყა…” – ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ

საქართველოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად ცნობილ პოლიციელს ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ:       ...

სოციალურ ქსელზე უკანონო წვდომა მოიპოვა, ინტიმური ფოტო გადმოწერა და აშანტაჟებდა – პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. "ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ...