ქალს, რომელმაც ფოთის ინფექციურს დღეს პნევმონიით მიმართა, კორონავირუსი არ დაუდგინდა

0
537

ქალს, რომელმაც დღეს ფოთის ინფექციურ საავადმყოფოს პნევმონიით მიმართა, კორონავირუსი არ დაუდგინდა

პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მას შემდეგ მივიდა, რაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. ქალი ამბობდა, რომ მას ბოლნისის მცხოვრებლებთან შეხება ჰქონდა.

“არ დადასტურდა კორონავირუსი. ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ პაციენტის მდგომარეობა კლინიკურადაც დამაკმაყოფილებელია და ლაბორატორიულად არ დადასტურდა. არის ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელსაც ამავე დროს ახასიათებს ფილტვების ცალმხრივი ანთება. ხვალ გადაწყდება მკურნალობას სტაციონარში გააგრძელებს, თუ ბინაზე და იქვე ავიყვანთ თვითიზოლაციის პირობებში”, – თქვა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61_ მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: “მე მაქვს პატარა სახლი ყვარელში, 10 ადამიანს მოვათავსებ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური