მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზი ექიმი ზურაბ აჩბა: ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიგდებული და დახმარებას არ...

აფხაზი ექიმი ზურაბ აჩბა: ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიგდებული და დახმარებას არ უნდა დაველოდოთ. თვითონვე უნდა დავიცვათ თავი, თორემ მერე გვიანი იქნება

Published on

გულრიფშის რაიონის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა ზურაბ აჩბამ საკუთარი “ფეისბუკგვერდზე”, კორონოვირუსის ინფექციის საფრთხეზე ვრცელი საჯარო სტატუსი გამოაქვეყნა. იმავე გვერდზე ამ სტატუსს ბევრი აფხაზი გამოეხმაურა, ბევრმაც გაიზიარა და ყველამ სწორედ მისი ე.წ. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრობა ინატრა დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში. ზურაბ აჩბას სტატუსის თარგმანს პალიტრა ნიუსი ავრცელებს :

“SOS!
როგორ ებრძვიანაფხაზეთში კორონავირუსს? – არანაირად არ ებრძვიან! საარჩევნო უბნების ყველა ფოტო და ვიდეომასალა დავათვალიერე და ეს არის ჩვენი სრული მარცხი. დამკვირვებელი თუ ამომრჩეველი, ყველა უნიღბოდ და უხელთათმნოდ იყო, არც მაგიდებზე იდგა სადეზინფექციო ხსნარები, ადამიანები ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ. თქვენ რა, შეიშალეთ? ვინც კარანტინზე არის პასუხისმგებელი, ყველა უნდა გაასამართლო, სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი კი უნდა გაასამართლო იმისთვის, რომ თავისი დამკვირვებლები ყველა აუცილებელი აღჭურვილობით არ მოამარაგა. ჩემი პატივისცემა მინდა გამოვხატო მოსკოვის საარჩევნო კომისიისა და ორგანიზატორებისადმი – ყველას ეკეთა ნიღაბი და ეცვა ხელთათმანი. საერთოდ რა ხდება?! საზღვრები თითქოს დაკეტილია, არადა, სინამდვილეში, ვებ-კამერებით სრულიად საწინააღმდეგოს უყურებ. იქ მანქანები თითქმის არ არის, აქ კი – კილომეტრიანი რიგია.

ბევრი რუსი ვიცი, ვინც ვირუსისგან თავის დასაცავად აქეთ ჩამოდის.საქართველოს საზღვართანაც თითქმის იგივე ხდება. სამედიცინო დაწესებულებები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშეა, არაფერი არის – არც ნიღბები, არც სადეზინფექციო ხსნარები და არც სპირტი. ქაღალდზე ყველაფერია, სინამდვილეში კი – არაფერი. ბანალურ მაგალითს მოვიყვან: გუშინწინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოვიდა ავადმყოფი ქალი გრიპის ნიშნებით. მანამდე მან ქირურგიული მკურნალობა ჩაიტარა საქართველოში და სამი დღის წინ დაბრუნდა უკან. საავადმყოფოში მოსულ ქალს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა და საერთო სისუსტე. მორიგე ექიმებმა ოპერატიულად აცნობეს ეს ამბავი ეპიდსამსახურს, რათა კორონავირუსზე ანალიზი გაეკეთებინათ, ამის პასუხად კი მიიღეს, – შაბათ-კვირას არასამუშაო დღეებია და ორშაბათს მოვიდესო. ქალი შინ გაბრუნდა.

შტაბი საერთოდ არ მუშაობს.
ნორმალურ სახელმწიფოში არჩევნებს გადადებდნენ, ყველა საარჩევნო უბანს დახურავდნენ, გადადებდნენ ქორწილებს, არ მივიდოდნენ პანაშვიდებზე, აკრძალავდნენ მასობრივ ღონისძიებებს, დახურავდნენ ბაზრებს, სასტუმროებს, რესტორნებს, საერთო სასადილოებს, მაღაზიებს (გარდა აფთიაქებისა და სასურსათოებისა), საზოგადოებრივ ტრანსპორტს დროებით გააჩერებდნენ, აუცილებელი საჭიროების გარდა, ადამიანებს ქუჩაში სიარულს აუკრძალავდნენ, ყველაფრის გასაკონტროლებლად ქუჩაში ჯარსა და მილიციას გამოიყვანდნენ და კიდევ… შეიძლება მთელი დღის განმავლობაში განვაგრძო ჩამოთვლა.


ჩვენთან მსგავსს არაფერს აკეთებენ. გადახედეთ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს – მსოფლიოს ყველა ქალაქი დაცარიელებულია, ქუჩებში ადამიანს ვერსად დაინახავთ, ყველაფერს ჯარი და პოლიცია აკონტროლებს. ნუთუ ფიქრობთ, რომ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანები ჩვენ ვართ, რადგან ამ მოთხოვნებს არ ვასრულებთ? ჩვეულებრივ ვიქცევით, არა? – ეგებ და, დავუძვრეთ! გარწმუნებთ, ვერ დავუძვრებით. 

რატომ არის ყველაზე დიდი აფეთქება იტალიაში? – იმიტომ, რომ ზუსტად ჩვენნაირი მენტალიტეტი აქვთ – მოუწესრიგებლები არიან და კანონს არ ემორჩილებიან. 

დღეს ხელისუფლებაც კი არ გვყავს. სრული ქაოსი გვაქვს და იმიტომ მოგმართავთ თქვენ – აფხაზეთის მოსახლეობას. ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიდგებული და დახმარებას არ უნდა დაველოდოთ.
თვითონვე უნდა დავიცვათ თავი, თორემ მერე გვიანი იქნება.გთხოვთ, საჭიროების გარეშე შინიდან ნუ გამოხვალთ, არ იაროთ რესტორნებში, კაფეებში, ქორწილებში, დაკრძალვებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ორ ადამიანზე მეტიერთად ნუ დადგებით, არ იაროთ სამსახურებში (სამედიცინო პერსონალისა და ძალოვნების გარდა), ვისაც სოფლად სახლები გაქვთ, სასწრაფოდ გაემგზავრეთ (იქ სუფთა ჰაერი და ნაკლები ადამიანი იქნება), არ იუხერხულოთ ქუჩაში ნიღბით სიარული, ქუჩიდან შინ შესვლისთანავე საპნით დაიბანეთ ხელები და სპირტის შემცველი ხნარებით გაიწმინდეთ, ყოველ საათში სვით ცხელი სასმელები, ჭამეთ ნიორი და მწვანილი (რაც ვიტამინებს შეიცავს).


ძალიან გთხოვთ, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი. ავადმყოფობა არც ეროვნების მიხედვით აირჩევს, არც მოხდენილობის, არც მენტალიტეტის, არც სინდისის, არც სირცხვილის, არც შესაძლებლობებით, იგი ყველას შეეხება.
საკუთარი თავი თუ არ გებრალებათ, თქვენი შვილები და ახლობლები შეიცოდეთ. ნუ დაიმედდებით, რომ თუკი ამ ელემენტარულ წესებს არ შეასრულებთ, მაინც გამოუძვრებით. ვერ გამოუძვრებით.
პანიკა სულაც არ არის საჭირო, მაგრამ იცოდეთ, ვირუსმა უკვე ჩვენამდეც მოაღწია, მთავარია, მასღირსეულად შევხვდეთ.
ყველას ჯანმრთელობასა და საღ გონებას გისურვებთ!

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...