მთავარისიახლეებისაზოგადოებამარნეულიდან თბილისში გადაყვანილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

მარნეულიდან თბილისში გადაყვანილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

Published on

მარნეულიდან თბილისში გადაყვანილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მოქალაქეს ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა და რომელიც ახლა მკურნალობას გადის. ინფიცირებულ 67 წლის ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადება აქვს, რომელიც ვითარებას ამძიმებს. 

“პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, დაგვიანებული შემთხვევაა. მას 2007 წლისდან აქვს შაქრიანი დიაბეტი, აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული აქვს გულსისხლძარღვთა პათოლოგიის გამო შუნტირების ოპერაცია. როგორც ფორმა 100-დან ირკვევა, დაახლოებით 2 კვირის წინ აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება, ცხელება. პაციენტმა დაგვიანებით მიმართა კლინიკას, 18 რიცხვში და დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია. დინამიკაში სუნთქვის უკმარისობა პროგრესირდა, ამიტომ გადაყვანილი იქნა პაციენტი მართვით სუნთქვაზე. 

დაავადებისთვის შეუთავსებელი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასრულდება ძალიან ცუდად” – ამბობს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი. 

სიახლეები

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...