მთავარისიახლეებისაზოგადოებასაღამოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები - მარინა ენდელაძე

საღამოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები – მარინა ენდელაძე

Published on

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატა.

„პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ ორი პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ, სულ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს და ახლა, დღეს საღამოსაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები.

მე ვერ გეტყვით ახლა, რომ ხვალ სხვებსაც გავწერთ, შეიძლება, რაღაც-რაღაცები კიდევ გასაკეთებელი გვაქვს, მაგრამ რამდენიმე ხვალაც გაეწერება, დღეს მივიღეთ ხუთი უარყოფითი პასუხი, 3-ს დაემატა 5, უკვე 8 არიან და ნელ-ნელა წამოვლენ გამოჯანმრთელებულები“ -განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის მთავრობის მიერ შექმნილს სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge მონაცემები უცვლელია. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის 54, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია – 3254, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 233 პაციენტი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...