მთავარისიახლეებიპოლიტიკაქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა

Published on

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა – 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო პლენარულ სხდომას დაესწრო და აღნიშნულ საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამაც.

პარლამენტმა, ასევე, დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ გაცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი დეკრეტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს კონსტიტუციით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები ეზღუდებათ. დღეიდან დახურულ ტერიტორიებზე, მათ შორის ვერც მაღაზიებში ერთდროულად 10-ზე მეტი პირი ვერ შევა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებზეც და დაუშვებელი ხდება, ტაძრებში ერთდროულად 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა.

ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევისას ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...