“ერთია სახელმწიფოს დამოკიდებულება და მიდგომა, მეორეა ეკლესია”- მეუფე გერასიმე

0
662

საქართველოს მოქმედ ტაძრებში ხვალიდან წირვა მრევლის გარეშე მოუწევთ. არსებული რეალობა მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მღვდელ-მონაზვნებისთვის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, ისინი აცხადებენ, რომ უახლოეს მომავლაში სინოდი შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს წირვა-ლოცვა ტაძრებში და როგორ უნდა გაიმართოს სააღდგომო ლიტურღია. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე გამორიცხავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რაიმე კავშირი ქონდეს გუშინ სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომელიც ერთი კოვზიდან ზიარებას გულისხმობს. ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა თემის კომენტირებისას განუცხადა და აღნიშნა რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ეკლესიისა და სასულიერო პირებისთვის. ,,ჩვენთისაც მოულოდნელი იყო სასულიერო პირებისთვის და მღვდელმთავრებისთვის, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ. დღეს ყველა ტაძრებში არის ლოცვა და ალბათ ძალიან გამიჭირდება მრევლის დაუწყება ან ინფორმირება რომ ახალი რეგულაციები შემოვიდა. ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პირობებში რანაირად უნდა იმოქმედოს ეკლესიამ,”- გამაცხადა მეუფე გერასიმემ. მისი თქმით, ეკლესია არ დაიკეტება და არ დაიხურება და დღეს 5 საათზე ლოცვა იქნება, შემდგომ კი უწმინდესთან ერთად გადაწყდება როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ. ,,ერთია სახელმწიფოს დამოკიდებულება და მიდგომა, მეორეა ეკლესია. არავინ არ ელოდება ასეთ სწრაფ რეაგირებას და სინოდის შეკრებას არ გამოვრციცხავ,”- აღნიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა

წინა სტატიაკორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დეკრეტი გამოსცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური