მთავარისიახლეებისაზოგადოებადახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვის შესახებ ბრძანება ოფისების თანამშრომლებს არ...

დახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვის შესახებ ბრძანება ოფისების თანამშრომლებს არ ეხებათ

Published on

დახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვის შესახებ ბრძანება, რომელიც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაწესდა, მხოლოდ ისეთ ოფისებს ეხება, რომელიც მოქალაქეებს კონკრეტულ სერვისებს აწვდის.ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით „ინტერპრესნიუსი“ იუწყება.

„აკრძალვა არ ეხება ოფისების თანამშრომლებს, საოფისე პერსონალს, ეს შეეხება ისეთ დაწესებულებებს, რომელიც მოქალაქეებზე გასცემს კონკრეტულ სერვისებს. სწორედ ამ შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ დახურულ ტერიტორიაზე შეუშვან მხოლოდ 10 მოქალაქე, დანარჩენების რიგში დგომა კი შესაბამისი დისტანციის დაცვით მოხდეს“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, მთავრობის მიმართვის საფუძველზე, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ერთი თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ დროისთვის ინფექცია 49 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1 გამოჯანმრთელდა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...