საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

0
487

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებულ პაციენტს  კორონავირუსი  დაუდასტურდა – ეს რეგიონში COVID 19-ის მეორე დადასტურებული შემთხვევაა. აღნიშნული პირი ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ კარანტინიდან გადაიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოქალაქე საქართველოში რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა. ის ბოლო პერიოდში საფრანგეთში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე დაინფიცირებულ პაციენტს 37.1 აქვს ტემპერატურა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ  44 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის, 1 გამოჯანმრთელებულია. 

წინა სტატია“დაუთმე სხვას” – ამ სლოგანით სოციალურ ქსელში აქცია დაიგეგმა
შემდეგი სტატიასინოდის გადაწყვეტილებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ შეიცვლება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური