მთავარისიახლეებიპოლიტიკაკომუნალური გადასახადების დასაფარავად 120-ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს - ევროპული საქართველოს ინიციატივა

კომუნალური გადასახადების დასაფარავად 120-ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს – ევროპული საქართველოს ინიციატივა

Published on

„ევროპული საქართველო“ კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად და მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს. 

კერძოდ, პარტია მთვარობას სთავაზობს, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დაურიგოს ყველა ოჯახს, გარდა იმ ოჯახებისა, სადაც ერთ წევრს მაინც აქვს 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ხელისუფლება მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, სახელმწიფო ბიუჯეტში მოქალაქეების დასახმარებლად საკმარისი თანხა იქნება. 

“ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ ძალიან ენერგიულ ნაბიჯებს სამედიცინო სფეროში, რომელიც იდგმება კორონავირუსის წინააღმდეგ. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური ძალა მთლიანად მხარს ვუჭერთ გატარებულ ღონისძიებებს, რომლის ამოცანაც არის ვირუსის გავრცელების შეზღუდვა. მაგრამ ეს უხილავი მტერი არ ებრძვის მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობას. კორონავირუსი ებრძვის ჩვენს სამუშაო ადგილებს, ჩვენს შემოსავალს და ჩვენი შვილების მომავალს. ამიტომ, აუცილებელია ასეთივე ენერგიული ნაბიჯები გადაიდგას ეკონომიკაში, იმ მიზნით, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისგან. სამწუხაროდ ასეთ ნაბიჯებს დღეს ვერ ვხედავთ. “ევროპულმა საქართველომ” მოვამზადეთ კონკრეტული გეგმა, სადაც გადასახადების შემცირების გზით, საპენსიო ფონდში შენატანების დროებით შეწყვეტის გზით ასეულობით მილიონ ლარს დავტოვებთ ეკონომიკაში, ბიზნესსა და მოქალაქეების ჯიბეში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

გარდა ამისა, ბაქრაძის მტკიცებით, ხელისუფლებამ უნდა შეამციროს გადასახადები და საპენსიო ფონდში თანხის გარიცხვა დროებით შეაჩეროს. 

“თუ მთავრობა დათანხმდება „ევროპული საქართველოს“ წინადადებას და 8 თვით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო ფონდში სავალდებული საპენსიო შენატანებს, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში იარსებებს. ამ გზით სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც შეიძლება მიმართული იყოს კომუნალურ ვაუჩერებზე. ვაუჩერებს მოქმედების ვადა წლის ბოლომდე ექნება და ოჯახს მისი გამოყენება სურვილისამებრ, ნაწილ-ნაწილ ან ერთბაშად კომუნალური გადასახადების დასაფარავად შეეძლება”, – აცხადებენ პარტიაში.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....