მთავარისიახლეებიპოლიტიკაიმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ინტერნეტვაუჩერი უნდა გადაეცეთ...

იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ინტერნეტვაუჩერი უნდა გადაეცეთ – ენმ

Published on

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას კორონავირუსით გამოწვეული კრიზისიდან გამოსავლის კონკრეტულ გეგმას სთავაზობს. 

პარტიის ინიციატივით, იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ინტერნეტვაუჩერი უნდა გადაეცეთ. 

პარტიის ერთ-ერთი წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, აღნიშნული გეგმის მიხედვით, 15 მილიონი ლარის ფარგლებში ინტერნეტზე წვდომა 90 000 მოსწავლესა და 10 000 სტუდენტს ექნება.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ იყო ჩასაფრებული პოზიციიდან. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას ვთავაზობთ ინიციატივებს და ძალიან კონკრეტულ, რეალისტურ გეგმებს, რომლის განხორციელების შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათები ექნებათ. დღეს მინდა ჩვენი ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე ეტაპის კონკრეტული ინიციატივა წარმოგიდგინოთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. დღეს გესაუბრებით ინტერნეტ ვაუჩერზე, რომელიც აუცილებელია გადაეცეს ყველა იმ ბავშვებს, მოსწავლეს და სტუდენტების ნაწილს, ვინც ვერ ახერხებს ინტერნეტთან წვდომას და არ აქვს ელემენტარული წვდომა ჩვენი ცივილიზაციის საერთო სიკეთესთან, განათლებასთან. სრულიად რეალისტურია, რომ საქართველოში 90 ათას მოსწავლესა და 10 ათას სტუდენტს დაურიგდეს ინტერნეტ ვაუჩერი. ბევრია ოჯახი, ვისაც არ შეუძლია პირველადი გადახდა და შემდეგ ამ კომუნიკაციებით სარგებლობა. ხელისუფლებას და საზოგადოებას, ამ მძიმე კრიზისის ფონზე ვთავაზობთ კონკრეტულ ინიციატივას, ეს არის ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე პუნქტი, ინტერნეტ ვაუჩერი, რომელიც 15 მილიონი ლარის ფარგლებში დაურიგდება 90 ათას მოსწავლეს, ვინც არინ სოფლებში და 10 000სტუდენტს, რომელთაც არ აქვთ საშუალება ონლაინ კლასები აწარმოონ“,- განაცხადა დეკანოიძემ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....