“დაუთმე სხვას” – ამ სლოგანით სოციალურ ქსელში აქცია დაიგეგმა

0
751

#ჩვენ_გითმობთ_შენ
#დაუთმე_მარტოხელა_დედებს
#დაუთმე_სოციალურად_დაუცველს
#დაუთმე_მრავალშვილიან_ოჯახს
#შემოგვიერთდი
#დაუთმე_სხვას
#გაავრცელე

ჰეშთეგით მარტოხელა დედა მოუწოდებს სხვას, ვისაც ეს არჭირდება, მისი ულუფა დაუთმოს. აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, გაცდენილი დღეების საკვებ პროდუქტს სახლში მიიღებენ.

„ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა შენი თანაქალაქელების და მომავალი თაობის – ბავშვების წინაშე.- წერს ლორა ფეისბუკ-გვერდზე.დიახ, ჩვენ, მე და ნიკო, ვიღებთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ჩვენს წილ ულუფას ვუთმობთ, მარტოხელა დედებს #13 საბავშვო ბაღში.ჩვენ გვაქვს იმედი, რომ თქვენ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა ეს პერიოდი საკუთარი ფინანსური რესურსით გაიაროთ შემოგვიერთდებით.ერთად უფრო მეტს გავცემთ ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.ახლა ყველაზე მეტად ერთად დგომა, ერთმანეთზე ზრუნვა, მოქალაქეობრივი თვითშგნება და მაღალი პასუხისმგებლობა გვჭირდება.“
#ჩვენ_ეს_შეგვიძლია
#გავუწოდოთ_ხელი
#მას_უფრო_სჭრდება
პ.ს. გადაწყვეტილება ნიკოსთან შეთანხმებულია „ -ვკითხულობთ პოსტში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროს სპეციალისტს ლორა ქობალიას ეკუთვნის. ის თავის 6 წლის შვილთან – ნიკოსთან ერთად ებმება აქციაში და მოუწოდებს სხვებსაც შსაძლებლობის ფარგლები იგივე გააკეთონ.

წინა სტატია“ლელო” ითხოვს რუხის მრავალფუნქციური კლინიკა ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის სამედიცინო რეგიონალურ ჰაბად იქცეს [Video]
შემდეგი სტატიასაქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური