მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსის მეოთხეული გავრცელება არ დაფიქსირებულა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხეული გავრცელება არ დაფიქსირებულა

Published on

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, მისი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხეული გავრცელება ამ დროისთვის არ არის დაფიქსირებული.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ აღნიშნულ აზრს იზიარებენ ექსპერტებიც.

„ექსპერტების მოსაზრება გაიყო, ერთი შემთხვევა ჩათვლილიყო თუ არა, მეოთხეულ გავრცელებად. ჩემი პირადი მოსაზრებაა და რამდენადაც ვიცი, ექსპერტების უმეტესობისაც, რომ ეს არ იყო მეოთხეული გავრცელება, რამდენადაც ის პაციენტი ძალიან დამაჯერებლად არა, მაგრამ მაინც ამბობდა თუ ვისგან დაიფინცირდა. ის მეტი ალბათობით, ამბობდა ვისგან დაინფიცირდა, ვიდრე არა. ამიტომ ეს არ არის მეოთხეული გავრცელება, ან თუ არის, ერთადერთი შემთხვევაა მხოლოდ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული პირი ის პაციენტი, რომლის დაინფიცირების წყაროც ცნობილი არ იყო, ცერცვაძე პასუხობს, რომ – კი.

„ამაზეა საუბარი, მაგრამ არ ვიცოდით – სწორი სიტყვა არაა. ამ პაციენტმა იცის ვისგან დაინფიცირდა, მაგრამ ძალიან დარწმუნებული არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...